მზიურის ფესტივალი 2005 10.07.2005

როგორც იქნა დაბრუნდა ჩვენთვის ალბათ ყველასთვის ძალიან ნანატრი და საყვარელი ფესტივალი მზიური!!! მართლაც რომ ნანატრი, რამეთუ ბოლოს იგი 2002 წელს ჩაატარეს. ვისაც არაფერი გსმენიათ მზიურის ფესტივალებზე მოკლედ აგიხსნით იმას თუ რა არის ეს. ვერ გეტყვით ვინ ჩაუყარა ამ ფესტივალის არსებობას საფუძველი, ან როდის მოხდა ეს(თუ არ ვცდები ლადო ბურდულმა ჩაატარა იგი 2000წ.), მაგრამ მე ამ ფესტივალზე პირველად 2000 წელს მოვხვდი. მზიურის ფესტივალეი ეს ფაქტიურად ვუდსტოკების ქართული ვარიანტია, იგი არ შემოფარგლება მხოლოდ მუსიკით, ფესტივალზე სახვა კულტურული ღონისძიებებიც ტარდება. გამოფენის სახით წარმოდგენილია, ფოტოები, ნახატები, არც კი ვიცი რა ვუწოდო, ვიღაც ხალხის ხელნაკეთი უცნაური ნივთები, ტარდება კინოჩვენებები, წელს კი "პაკაზიც" დაემატა..... ნუ მოკლედ რომ ვთქვათ ალტერნატიული ხელოვნების ფესტივალია, სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით რომ იგი ტარდება მზიურში, ფესტივალის დღეებში მანდ თუ მოხვდებით მიხვდებით რომ რაღაც განსაკუთრებული ატმოსფეროა შექმნილი, ძნელია სიტყვებით გადმოცემა იმისა თუ რას გრძნობ, მაგრამ თუ ხარ ნამყოფი უდაოთ ხვდები რაზეც მაქ ლაპარაკი, და თუ არა მაშინ როცა მოხვდები, აუცილებლად იგრძნობ....
წელს მზიურის ფესტივალი სამწლიანი პაუზის მერე ჩატარდა ჟურნალ "ანაბეჭდის" თაოსნობით(რაზეც მადლობას უხდით მას), "ცენტერპოინტის" დაფინანსებით, თუმცაღა ამაზე თავს ვერ დავდებ. ფესტივალი გრძელდებოდა 10,11 და 12 ივნისს, აპარატურა ეკუთვნოდა ფირმა MIFASI-ს. ფესტივალზე გამოვიდა უამრავი ახალი და ძველი ჯგუფი, არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას რადგან ვიღაცა ნამდვილად გამომრჩება და საწყენი იქნება ასე რომ უბრალოდ მოგიყვებით რა ხდებოდა.

10.05.2005

ნუ გამოფენა როგორც ყოველთვის დილიდან დაიწყო, ყოველშემთხვევაში შუადღეს უკვე გამოფენილი იყო ყველაფერი, ხალხიც ბევრი იყო, საღამოს გაიმართაპოეზიის რამოდენიმე საათი ხუთზე დაგეგმილი კონცერტი კი რვაზეც არ იყო დაწყებული :( , მერე რა ხდებოდა სამწუხაროდ ვერ გეტყვით რამეთუ სამსახურში ვიყავი წასასვლელი ....... იმედია დიდი არაფერი დამიკარგავს.

ფოტოები
11.05.2005

მეორე დღეს დაიწყო ყველაფერი ტრადიციულად, თუმცაღა ამჯერად კონცერტმა არ დააგვიანა და როგორც გათვლილი იყო დაიწყო საღამოს ექვს საათზე, გახსნა იგი ჯგუფმა "EVA"–მ. ჯგუფი უბერავდა ტრადიციულ პანკს(პიარდად მე მომეწონა ძაან), სამწუხაროდ ყველა გამომსვლელის სურათები არ მაქვს ასე რომ ჩამოვთვლი მხოლოდ იმ ჯგუფებს რომლის ფოტოებიც არის ქვემოთ მოყვანილი. ესიგი როგორც უკვე ვთქვი ჯგუფი Eva, BoEinG 747, Небо СССР, ტელესკოპი, რობი ანუ Outsider, და არ მახსოვს რა ერქვა ჯგუფს მაგრამ გეტყვით რომ ეს არის ჯგუფი "ემბრიონის" ვოკალისტი+გიტარისტი(მგონი ჯგეუფი ემბრიონი აღარ არსებობს და ეს ვიკალისტის ახალი პროექტია), ნუ კიდევ მცირე კოლაჟი ფესტივალიდან, სასმელი, კეტები და ასე ფემდეგ ..........

ფოტოები
12.05.2005

დღე მესამე..... პახმელია...... ქარი, წვიმა..... სცენაზე კი ჯგუფი "ბუს სკამდე წადი და მოდი". მუსიკაც ამ განწყობის შესაბამისია, ძალიან მოუხდა ამინდს(ჩემი პირადი აზრი), ჯგუფმა დაუკრა თავისი სიმღერები და წვიმამაც დასცხო, ფესტივალის მესამე დღეს უკვე ტრადიციად იქცა, ტრადიციულად ეს დღე უნდა ჩაიშალოს, მაგრამ ხალი არ იშლება, ჟურნალი ანაბეჭდი ამ დროს "პაკაზს" აწყობს.... ზოგი მოდელებს მისჩერებია, ზოგი კვლავ სასმელს მიაწყდა ზოგი კი წვიმაში ცეკვავს, ზოგიც მას ქოლგის ქვეშ ემალება, "აპარატურას" სცენიდან იღბენ, კონცერტის იმედი აღარავის აქვს..... მოგვიანებით ალკოჰოლით გაჟღენთილ ტვინში ნაზად მოიზლაზნებიან დისტორშენში გახვეული ნოტები. წვიმამ გადაიღო სცენა ააწყვეს ისევ და კონცერტი განახლდა.... ბოლო დღე, ბოლო დღე ნეტარებისა, ფესტივალისა......ვახელ თვალებს, სად ვარ? ლოგინში, но это уже не по теме........

ფოტოები
კრიტიკა

მზიურის ფესტივალი ხომ წმინდაა ენა არ მიტრიალდება მის გასაკრიტიკებლად თუმცაღა ენა რა შუაშია მე ხომ ვწერ :)

1) ნუ უპირველეს ყოვლისა, ფესტივალის პირველ დღეს როგორც უკვე ითქვა კონცერტი დაიწყო 3–4 საათის დაგვიანებით. (p.s: მემგონი ეს რეკორდია დაგვიანებებში).
2) დაცვამ არ ჩამიშვა ლუდით მზიურში, ამ დროს ლუდი იყო ალუმინის ბანკაში და არა ბოთლში + სხვები(სხვათა შორის რამოდენიმე ჩემი მეგობარიც) ჩაუშვეს, თუმცაღა უნდა ისიც ვთქვა რომ საღამოს ეს ამბავი გამოსწორდა და არც მეორე და მესამე დღეს აღარ განმეორებულა
3) მესამე დღეს წვიმის გამო შეწყდა კონცერტი, რათა აპარატურა არ დასველებულიყო და არ გადამწვარიყო, ეგ ყველაფერი გასაგებია, თუმცაღა არის კიდევ ერთი რამ პირველი ორი დღე როცა არ ჭვიმდა სცენა იყო გადახურული სწორედ წვიმის საშიშროების გამო მესამე დღეს კი ბრეზენტი გაქრა სადღაც როგორც თქვითონ განაცხადეს დილით ქარმა მოგლიჯა, რაც პრინციპში გასაგებია თუმცაღა საღამომდე ამის გამოსწორება სავსებით შესაძლებელი იყო.

საიტის ადმინისტრაცია გთხოვთ, ნურავინ ნუ მიიტანთ ჩვენს კრიტიკას გულთან ახლოს, ან მითუმეტეს საწყენად, ჩვენ ვაკეთებთ ამ საქმეს რათა თქვენ თქვენი საქმე მომავალში გააკეთოთ უკეთესად. მოდით მივისწრაფოდეთ სრულყოფილებისაკენ და ნუ დავკმაყოფილდებით მიღწეულით.

Free Web Hosting